ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 05:58

ბლოგები / გიორგი გვახარია

ქეთო, კოტე და მთელი ქვეყანა

x
ტექსტის ზომა - +
ვაა!

იქნებ მაინც ღირს ბათუმში წასვლა „ქეთო და კოტეს“ სანახავად? ხუმრობა ხომ არ არის? - საქართველოს პატრიარქმა ამ წარმოდგენაზე თქვა, ეს არის რევოლუცია სცენაზეო, მიხეილ სააკაშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, მიუზიკლ „ქეთო და კოტეთი“ ქართულ კულტურაში ახალი ეტაპი იწყებაო! უფრო მეტიც - ეს არის ახალი ჟანრის დაბადებაო...

საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩემი კოლეგა გახდა. ხელოვნების შესახებ ჟურნალს რომ გამოვცემდე, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დავუთმობდი რუბრიკას სახელწოდებით „პრეზიდენტის აზრით“; გავარკვევდი, მაგალითად, რას ნიშნავს ეს „ახალი ჟანრი“ და რატომ იყო, როგორც თავად აღნიშნა, მისი „სისუსტე“ ბათუმის ოპერის თეატრის განახლება.

ასლან აბაშიძის სისუსტე საბავშვო ოპერა იყო, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე კი ახალი „ქეთო და კოტე“ აღმოჩნდა.

საქართველოს პატრიარქსაც დავუთმობდი რუბრიკას - „პატრიარქი ხელოვნებაზე“. მართლა მაინტერესებს, რა არის ამისთანა ეს „ქეთო და კოტე“, რომ ილია მეორეს სიტყვა „რევოლუცია“ წამოაცდენინა!

ჩვენ რომ კარგი ქვეყანა ვიყოთ, ახალ „ქეთო და კოტეზე“ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთებიდან შევიტყობდით; კრიტიკოსების მოსაზრებებს გავეცნობოდით, რეცენზიებს წავიკითხავდით. რა მაგარი იქნებოდა: „ასავალ-დასავლის“ რეცენზენტი წერს, რომ „ქეთო და კოტე“ მართლაც არის „პოსტმოდერნისტული კიტჩი“, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ თეატრალური მიმომხილველი ამტკიცებს, რომ დოიაშვილს „ჟანრის კრიზისი“ აქვს, „ალია“ კი „ქეთო და კოტეში“ პიტერ ბრუკის გვიანდელი შემოქმედების გავლენას ხედავს.

რა მოხდა, არ შეიძლება? ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას ხომ არ ვუჩივით? თეატრმცოდნეები, არტკრიტიკოსებიც ბლომად გვყავს. ეგაა, რომ ძალიან რთული და სახიფათოც კი გახდა საქართველოში ხელოვნების კრიტიკა. უწინ კრიტიკულს იტყოდი რამეს და დიდი-დიდი  მხატვარი (ან რეჟისორი) დაგხვედროდა სადარბაზოსთან, დიდი-დიდი სახეში ეხეთქა და შეეგინებინა. ახლა... ახლა, შესაძლოა, მთელი ერის მოღალატედ შეგრაცხონ, რუსეთისგან დაფინანსებულად. „ბოღმად“, „შურიანად“... ახლა შესაძლებელია, მთლად საქართველოს პრეზიდენტმა დაუქნიოს თითი კრიტიკოსს. რადგან იგი არა მარტო არტკრიტიკოსი გახდა, არამედ ავტორიც - მხატვარი, რეჟისორი, რესტავრატორი...

კარგი, ავტორი თუ არა, „თანაავტორი“ მაინც!

და რატომ, იცით? ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ ხალხი არა ჰყავს. გენიოსები დასავლეთში წავიდნენ. აქ ვინც დარჩა, კარგი  ხელოვანი, სომხებზე ბოდავს სისულელეებს... რაღაც „აკადემიებში“ ერთიანდება და  შეთქმულებებზე მსჯელობს. არავინ დარჩა, არავინ! ისეთი, თან ნიჭიერიც რომ იყოს, თანაც ქვეყნის „პოლიტიკურ კურსს“ რომ იზიარებდეს. დავიწროვდა ეს წრე და ერთი და იგივე ხალხმა ყველაფრის კეთება დაიწყო - თან ქანდაკებებს დგამენ, თან კოსტიუმების მხატვრები არიან, თან რეჟისორები, თანაც - მუსიკოსები, მსახიობები; დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო,  ნინო, ნიკა, თამრიკო...

და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი!

ეს წრე, „ხელოვანთა წრე“ იმდენად დავიწროვდა, რომ ქართულ კულტურაში ჟანგბადის კატასტროფული დეფიციტი გაჩნდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ  რამდენიმე სახელი დატვირთვას ვეღარ გაუძლებდა. ახალი სახეების ძებნა კი იმ ხალხს, ვინც კულტურის პოლიტიკაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, დაეზარა (როდის ჰყვარებიათ საქართველოში სიახლე?!). ამიტომაც გასულ კვირაში საოცარი ახალი ამბავი შევიტყვეთ: პაატა ბურჭულაძემ, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ნაციონალურმა ტელეარხებმა ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს, „ქეთო და კოტეში“ შეასრულა ერთ-ერთი როლი, თამარ გვერდწითელმა კი - ხო, სწორედ აი ამ თამარმა - ხელისუფლების დაფინანსებულ „ქოლგებში“ იმღერა, მიშელ ლეგრანთან ერთად. პოლიტიკური კურსის არათანმიმდევრულობა ახლა კულტურაზე აისახა... აისახა ლოგიკურად: როცა სივრცეს ავიწროვებ, გეშინია ახალი სახელების და, რაც მთავარია, კრიტიკის, დგება ეტაპი ფასეულობების, პრინციპებიის სრული აღრევისა, ეს ყველაფერი ლოგიკურად სრულდება „ქეთო და კოტეთი“, რომელსაც სახელისუფლო არხების გოგონებმა (კულტურის მიმომხილველებმა) უკვე უწოდეს „პოსტმოდერნისტული სტილის“ (!) სპექტაკლი.

სხვა ინფორმაცია პირადად მე ბათუმის ოპერის თეატრის წარმოდგენაზე არ მაქვს. მთავრობაში ერთი ნაცნობიც არ მყავს, რომ დავურეკო და აზრი ვკითხო (ბუნებრივია, ახალი „ქეთო და კოტეს“ სანახავად მთელი მთავრობა მიაშურებდა ბათუმს)... სხვა, აბა, ვინ მოხვდებოდა პრემიერაზე? სპექტაკლს 1500 სტუმარი დაესწროო - გვაუწყა „რუსთავი 2“-მა. ვინ იყვნენ ეს სტუმრები, არ დაუკონკრეტებიათ. რა საჭიროა? ისედაც ვიცით. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლითურთ, საქართველოს პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე. ალბათ, ვერა იქნებოდა კიდევ, ქობალია. ხელისუფლების ერთგული რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე რამდენიმე, ხელისუფლების ერთგული, ოპოზიციონერი...

ესაა დღეს  ის საქართველო, რომელიც ტელევიზორში ჩანს, რომლის შესახებ წერენ საქართველოს ჟურნალ-გაზეთები. დოი, სოფო,  ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო,  ნინო, ნიკა, თამრიკო...

„ქეთო და კოტეა“ საქართველო - „პოსტმოდერნისტული სტილის“ ქვეყანა.

Tags: სააკაშვილი , ბათუმი , ქეთო და კოტე

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 7
ავტორი: მუხრანი საიდან გვწერთ: თბილისი
06.09.2011 07:27
ამ მიუზიკლში ერთი მოზვრის ადგილი ვერ გამოძებნეს? დიასამიძეს დაასაქმებდნენ. მისი სიმღერები ძალიან გავს ჩემი მოზვრის ზმუილს (ბოდიშს ვუხდი მოზვერს).

ავტორი: opiumi minda საიდან გვწერთ: saqartvelodan
04.09.2011 21:56
მერე იტყვიან მგლების შემოსევა რატომ მომრავლდაო იმიტომ რომ ცხვრები ვართ!!!!მგლები თვით სულით ცხვრებს ეტანებიან:(:):(:)

ავტორი: ლიი
04.09.2011 21:28
ავტორი: bb king საიდან გვწერთ: bolnisi
01.09.2011 21:44

ძვირფასო bb king, სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა. ერთ ბლოგზე გეძებეთ და ვერ გიპოვეთ:) მე თვითონ დამაგვიანდა აქ შემოსვლა.
გოგის ეს ბლოგი ძალიან მომეწონა.
იმედია, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
პატივისცემით
ლიი

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
02.09.2011 22:53
ჰო დამავიწყდა, კარგი რა გოგი! ნინო სურგულაძე უნიჭიერესი უსაყვარლესი და ულამაზესი გოგოა. როგორ გულმოდგინედ მოგისმენია, ისიც დაგიხსომებია რომ მეცოსოპრანოა. ახალგაზრდა გოგომ გულწრფელად მიუძღვნა სიმღერა აფხაზეთს. კარგით რა არ აპატიოთ ახლა ტექსტის რაღაც სიტყვა. უშიკიშვილი, ბურჭულაძე, სურგულაძე არ მესმის ამათ რაღას ერჩით. მათ სიმღერას რომ ვუსმენ სხვა აზრები პირადად მე არ მიტრიალებს თავში. დამატყვევებელი მომღერლები არიან ისინი.

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
02.09.2011 22:53
არა უნდა გითხრათ! მე მგონი ყველანი საყვარლები ხართ გოგის ბლოგის კომენტატორები. სულაც არ გიბრაზდებით. ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ ეხლაც არ დამცინოთ! ამას ყველაფერი საამური ჰგონიაო

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
02.09.2011 22:31
უჰ რა ვიცი , გამეცინა. ასე არ ჯობია ჩხუბს გაარშიყება! მერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება. 20 წელიწადში საქართველო ისეთი ქვეყანა იქნება ძაღლი და ყვავი შემოგვესევა მოქალაქეობის მოთხოვნით. უნდა შევეგუოთ ობიექტურ სინამდვილეს რომ გლობალიზაციას ვერაფერი შეაჩერებს. მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს ვიყოთ ისეთები როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ. ან შევქმნათ შედევრები. შენ არ ამბობდი გოგი სულ პატარა კამერითაც შეიძლება გადაიღოთ შედევრიო. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ყველაფერიც შეიქმნება.

ავტორი: bb king საიდან გვწერთ: bolnisi
01.09.2011 21:44
კიდევ ჰყავს მაგ "დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკოს" ერთი ღირსეული წევრი _ გიორგი უშიკიშვილი. ქართული ფოლკლორის დარგშიც ხომ გვჭირდება ერთი ეტალონი! თუ ვინმე ქართულ ფოლკლორს ახსენებს ყველას მაშინვე ახსენდება გიორგი უშიკიშვილი. ისაა ჩვენი ფოლკლორის თვალებბრიალა ხევისბერი, ექსპერტი, ლიდერი... სხვათა შორის ამერიკულ კინოშიც გადაიღეს "აგვისტოს 5 დღეში". აბა ხო უნდა ვაჩვენოთ ამერიკელებს რა კულტურაც გვაქვს... ასეა, თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ფოლკლორი, თითს გაიშვერენ აგერ გიორგი უშიკიშვილიო... თუ ვინმეს ოპერის ბედი აინტერესებს პაატა ხომ გვყავს ბურჭულაძეო. თეატრი გაინტერესებთ? _ აგერ ქეთო და კოტე. კინო? ვინ თქვა რომ კინო მოკვდა? აგერაა "აგვისტოს 5 დღე" და "ოცნების ქალაქი" "გარიგება" ... რა ვქნათ პატარაა ეს ქვეყანა და ჯერ-ჯერობით ესეც რაღაცაა...

პატრიარქი და პრეზიდენტიც დიდ ხანს უხელმძღვანელებენ ამ დაპატარავებულ საქართველოს. გოგი, იქნებ ნანი მორეტის "გვყავს პაპი" გვაჩვენო...

ავტორი: ბინი
01.09.2011 10:32
ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:58
____________________________________
ქალბატონო ნანა, გოგი და მიშა თუ არ მიყვარს, არ შეიძლება თქვენ მიყვარდეთ? ქალბატონო ნანა.

ავტორი: ??
31.08.2011 23:30
ბინი, ნანას ცოტა ხანს არ გაეპასუხოთ, რა. მაინტერესებს, პრეზიდენტის სიყვარულ-თაყვანისცემაში, აბა, თავისით როდის დაიღლება და დამშვიდდება?

ავტორი: Fokusniki საიდან გვწერთ: tbilisi
31.08.2011 21:59
ჩვენს ქვეყანაში ოპერებისა და ოპერეტების სიმრავლე გაგვახარებს ყველას, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მაშინ არა, როცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება, ასეთ დროს მხოლოდ ერთი ინგლისური გამოთქმა მომდის თავში მხოლოდ "no brain, no pain" - არ გვაქვს ჭკუა, და არც პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ, რომ პრობლემა, რომ დაინახოთ (ზოგიერთებმა) მისი გადაჭრის გზებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი (ზოგიერთებმა) და ფიქრის უნარი თუ არ გვაქვს (ზოგიერთებს), მაშ პრობლემის აღქმის მაგივრად მის იგნორირებას იწყებს გონება.. ალბათთთ !!!

ავტორი: ანონიმი
31.08.2011 20:44
ქალბატონო ნანა ძიგვაშვილო, სხვა ბლოგშიც შემამკეთ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრის ეპითეტით. თუ შეგიძლიათ ამიხსენით რა კრიტერიუმებს მიაკუთვნებთ ადამიანთა ამ კლასს, იმითომ რომ, არც მშობელი ვარ, არც მართლმადიდებელი, არც რაიმე კავშირის წევრი, და ვერც საკუთარი გამოთქმული აზრი დავაკავშირე წაყენებულ ბრალდებასთან.. მგონი ყველაფერს მძაფრად აღიქვამთ... არადა რამდენჯერ მივეცი თავს პირობა პირადული ხასიათის პოლემიკაში არ ჩავებმები-თქო(((((((

ავტორი: ბინი
31.08.2011 17:59
ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:32
_________________________________
სად ჩამოვიდა წყალიო?? რაოო?

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 15:20
რახან პრეზიდენტი და პატრიარქი იყო ქეთო და კოტეზე თქვენ აღარ წახვიდეთ ჯიბრზე!

ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:58
ბატონო/ ქალბარონო ბინი დახვეწილობას სიყვარულის არ გამოცხადებას და მალვას ეძახით? არაააააააა არავის არ აღირსოთ კარგი სიტყვა, ქათინაური მოგაკლდებათ ჩინ მედლები.

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:50
მოკლედ რეჟისორიც მიშა ყოფილა ხელოვნებათმცოდნეც, ყველაფერი საერთოდ, მერე რა გინდათ მართლა მაგარი ყოფილა. თქვენც გახდით მაგრები ვინ გიშლით , თქვენ მე მგონი რაც უფრო დაიქცევა ქვეყანა მით უფრო გაგეხარდებათ.

ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:45
თქვენ განსხვავებული აზრი კი არ გაქვთ განსხვავებული აზრი არ გინდათ. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ხართ. არა უშავს ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.! როცა საბჭოთა აზროვნება მთლიანად ჩაირეცხება, მერე უფრო სწრაფად განვითარდება ქვეყანა. ელოდეთ როდის გაიხსნება ცა და ჩამოვარდება ტკბილეული ციდან. იბრძოლეთ და მოგეცემათ უკეთესი ცხოვრება და სახელმწიფო. კი ნუ ქილიკობთ აკრიტიკეთ. იცი თუ გინდა რომ მარტო ცუდს ხედავდე ამ ქვეყანაზე არაფერი ეშველება ამას ვერასდროს დაინახავთ კარგს. ეს პიროვნულად ძალიან ცუდია, ეცადეთ შეყვაროთ სიცოცხლე, განსხვავებული სხვანაირი სამყაროც(ფერადი) და მოგეშვებათ. წაიკითხეთ ჰერმან ჰესე

ავტორი: ანონიმი
31.08.2011 14:39
მართალია, რა საჭიროა გიყვარდეს აუცილებლად, მთავარია საკუთარი საქმე კარგად აკეთოს. ან როგორ შეიძლება რამეზე თვალი დახუჭო, იმის გულისთვის რო მიყვარსო. ყველაზე მთავარია კრიტიკული გონება, სხვა შემთხვევაში მონობას ვერ ავცდებით

ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2011 14:32
ბატონო ბინი
არ მესმის რა აზრთა წყობილების უნდა იყო რომ პირველი კომენტარი დაწერო გახარებულმა წყალი ჩამოვიდა ახალ თეატრშიო. ან ვინმესადმი სიყვარული და პატივისცემა გაგიკვირდეთ.! სიყვარული თქვენ მარტო კედელზე თავის რტყმა გგონიათ ალბათ! წარმომიდგენია ოჯახის წევრებს ან ახლობლებს როგორ ურჩევთ საქმეს. თუ მაგდენი იცით დაწერეთ კარგი ბიზნეს გეგმა, დაგიმტკიცებენ და ქვეყანასაც გამოადგებით და ახლობლებსაც.

ავტორი: ბინი
31.08.2011 11:40
ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
28.08.2011 20:31
გურიაში ქორწილია და ცოლი ქმარს ეჩხუბება გაიწიე კაცი იქეთ ფეხებში ნუ მებლანდებიო. შეწუხდა ეს კაცი და ბოლოს უთხრა ცოლს: ავდექი გწყენია დავჯექი გწყენიაააააააა. და მოკლედ ეს არის რააააააააააა
-----------------------------------------------------------------
კარგი ანეკდოტია, მაგრამ ჰეპი ენდისთვის კაცი სკამიდან როცა ადგა, სულ უნდა გასულიყო.

ქალბატონო ნანა, რატომ უნდა მიყვარდეს ან გოგი და ან მიშა? გოგი არის ხელოვნებათმცოდნე და მე მის აზრს შემიძლია დავეთანხმო ან არა. რაც შეეხება მიშას, ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და მან ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს. ის ვალდებულია ემსახუროს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტობის პრეტენზიაც მას ქონდა და აქვს. სწორად ემსახუროს და არ ითაღლითოს! დაგვღალა თავისი პროვინციალურობით.

ავტორი: ინკოგნოტოდ და საიდან გვწერთ: გაიძვერულად.
30.08.2011 22:41
ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
28.08.2011 20:31 დავიწყებ შორიდან. მე რა ვქნა გოგი გვახარიაც რომ მიყვარს ძალიან და მიშა სააკაშვილიც.

ნანა, გოგის ცისანა უყვარს, ნაღდად ვიცი!

ავტორი: fartod gaxelili yurebi
30.08.2011 20:29
გოგი, იქ სადაც ერთი ადამიანი მაინც გისმენს შენ უნდა წერო. მე შენ გისმენ!
აქ რაც წავიკითხე ყველა იმას დაობს სულ როგორ შეიძლება კრიტიკაო, მიშასი კარგიც უნდა დაინახოვო, ესაო ისაო.. დიახაც უნდა აკრიტიკო, დიახაც უნდა უჟღარუნო იარაღი, საწინააღმდეგოდ დამუხტული ელემენტები ქმნიან პლანეტას, საწინააღმდეგო აზრები ქმნიან ჭეშმარიტებას. არ იქნება ისეთი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში, როცა არ იქნება საჭირო კრიტიკა(ან იქნება ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა ყველაფერი სხვანაირად იქნება). პრეზიდენტს იმდენი უკრავს ტაშს, იმდენი უქიცინებს თავს, იმდენი ეხვევაეკოცნავება, რომ მასშტაბის ეფექტის დასაძლევად მაინც, გთხოვ გოგი, დაე ყოველთვის აკრიტიკე, მძაფრად, უკომპრომისოდ.. მე შენ გისმენ

ავტორი: ბინი
30.08.2011 15:30
გოგი, გმადლობთ ამ ბლოგისთვის.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
30.08.2011 12:35
რა თქმა უნდა აქვს პრეზიდენტს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება , მაგრამ განსხვავებული აზრი რომ საქართველოს მოღალატეობად ითვლება, ეგ როგორაა?
ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2011 12:01
მაგრამ არ მესმის მიშა სააკაშვილს არ აქვს უფლება წავიდეს სპექტაკლზე და გამოთქვას თავისი აზრი.

ავტორი: snooker საიდან გვწერთ: sabiliardodan
30.08.2011 09:29
ეს წერილი წავიკითხე როგორც აქ ასევე ძალიან ავტორიტეტულ გაზეთ ასავალ დასავალში
აქ იკითხება ირონიით ...
იქ რიხით ....

ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2011 12:01
გოგი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ მესმის მიშა სააკაშვილს არ აქვს უფლება წავიდეს სპექტაკლზე და გამოთქვას თავისი აზრი. და თუკი მომვარდება ჟურნალისტი და მეკითხება გინდა თუ არა მითხარი რა აზრის ხარო. ქეთო და კოტე ძალიან მომეწონა, თამარ გვერდწითელიც და პიაცაც, მაგრამ ქართული ტელევიზია არ მომწონს. განსაკუთრებით შეუზლებელია მაია ასათიანის ყურება.

ავტორი: snooker საიდან გვწერთ: sabiliardodan
29.08.2011 00:15
გოგი საღოლ, ეს ძალიან მაგარი რაღაც დაწერე ეგეთი ალბათ ამ საიტზე არაფერი დაწერილა...

ავტორი: ნანა ძიგვაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
28.08.2011 20:31
დავიწყებ შორიდან. მე რა ვქნა გოგი გვახარიაც რომ მიყვარს ძალიან და მიშა სააკაშვილიც. მე რა კატეგორიას ვეკუთვნი. მე მოეწონა ძალიან კეთო და კოტე. გავგიჟდი ისე მომეწონა ნინო ანანიაშვილის ცეკვა , კოსტუმებიც და ყველაფერიც. ვერ ვხვდები რატომ გძულთ ასე მიშა. 7 წელია არსებობს სახელწიფო მხოლოდ. გამოდით და თქვენ ააშენეთ ერთი რა შეგიძლიათ. სულ ცუდს რომ ამბობთ უთვალავს ხომ შეიძლება ერთი ციდაც თქვათ რამე კარგი. მოკლედ იცით ერთ ანეგდოტს კი არა ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. გურიაში ქორწილია და ცოლი ქმარს ეჩხუბება გაიწიე კაცი იქეთ ფეხებში ნუ მებლანდებიო. შეწუხდა ეს კაცი და ბოლოს უთხრა ცოლს: ავდექი გწყენია დავჯექი გწყენიაააააააა. და მოკლედ ეს არის რააააააააააა.

ავტორი: ანონიმი
28.08.2011 06:03
ავტორი: noe საიდან გვწერთ: kidobanidan
25.08.2011 17:00

მანდილოზავრმა მაგრად გამამხიარულა, საღოლ!

ავტორი: lola საიდან გვწერთ: sashaurmedan
26.08.2011 22:31
ეხლა წავიკითხე წერილი, დაგვიანებით, არ მომეცა საშუალება კომპიუტერით მესარგებლა ბათუმში დასასვენებლად თუ გასაკოტრებლად წასულს. ერთი ამბავი დადიოდა ბათუმელებში, თურმე ნუ იტყვით და პრეზიდენტი კულტურის თუ ხელოვნების ცენტრის გახსნამდე რამდენიმე დგით ადრე მივიდა მთავარ არქიტექტორთან, 14 აგვისტოს შენობა გაზსნისთვის მზად უნდა იყოსო, ოსტატს უთქვამს ბევრი სამუშაოა, გაჭირდება მოსწრებაო, სააკაშვილმა არც აცია არც აცხელა, თუ 14-ში არ იქნება ჩათვალე რო შენ ხარ ქეთო და მე კოტეო. რავიცი, იცინოდნენ ბათუმელები. ჰო, თან პირველივე გაწვიმებისთანავე წყალი ჩამოვიდა, ეს უკანასკნელი ნამდვილად მოხდა.

ავტორი: ანონიმი
26.08.2011 14:47
ჟერ ნახოს ხალხმა და მერე ნახეტ

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
26.08.2011 12:54
გაგრძელება.

კარი ჩვენი ღია არის - ქელეხია თუ ქორწილი,

ვიზა არვის არ ჭირდება, გინდა იყოს ის ძებნილი,

ჩვენს ხალხს მიწები წაართვეს - ბურები ჰყავთ მოძებნილი,

პარლამენტს არაბი იღებს, ეკლესიებს - გარეგინი.

ბურები ჰყავთ მოძებნილიო!
ეტყობა, ამ მტკიცების ავტორს არ გაუგია, რომ ყბადაღებულმა და მოძებნილმა ბურებმა უარი თქვეს ქართულ მიწებზე!

პარლამენტს არაბი იღებსო.
ნახა ამანაც არაბის სახით პარლამენტის, პარლამენტარიწმის დიდი დამფასებელი და პატივისმცემელი!
პარლემენტს კი არა, რამდენადაც ცნობილია, გასაყიდად პარლამენტის გასასყიდად გახაზირებულ შენობას დაადგეს თვალი.

შემდეგ ისევ „კომუნისტთა აღლუმიდან", რის შემდეგაც:

რაც გვებადა - სულ წაგვართვეს, სამსახური, სახლი, კარი

დაანგრიეს სკოლები და კაზინოა ბაგა-ბაღში.

ბაყაყები მოაშენეს, გვაჩეხინეს ვაზი, ტევრი,

დევნილები ისე დევნეს - ვერ იზამდა თემურ-ლენგი.

ისევ – კა ახლა! რად უნდოდათ სკოლებსს დანგრევა კაზინოებისთვის ბაგა-ბაღები. მათთვის ბიბლიოთეკები, წიგნების მაღაზიები და მსგავსი, ზედმეტი შენობებიც მშვენივრად გამოიყენეს!

ბაყაყები მოშენებას რაც შეეხება, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. როცა საამისოდაც მოიცდიან, იმედია, ნიანგებთან ერთად წარმატებით მოაშენებენ და კარგადაც აშენდებიან!

ფალოსების ძეგლები დგეს, ორ ხიდს შუა გასდეს ხიდი,

უშბა უნდა გაანათონ, ანაკლიამდე - ტრამპლინი,

ბათუმში ხომ პიაცა გვაქვს, მესტიაში - პიკადილი,

შადრევნები ხომ მღერიან, აწი შიმშილს ვინღა ჩივის?!

ავტორის ისევ უადშილო ირონია და ცინიზმი. რავა, ფალოსებს არ ეკუთვნით ძეგლები?! რაც ეგენი მუშაობა-გარჯასა, წვალებასა და იმაში არიან, ძეგლები კი არა, მეტიც ეკუთვნით!

ორ ხიდს შუა თუ ხიდი გასდეს, სამიდან უფრო გრძელსა და მოხერხებულზე გაივლის რომელიმე ბედნიერი ნაცი, რა არის ასაში ცუდი და მიუღებელი?!

იგივე – უშბას განათებაზე. მორიგი პროკლამაციების ასატანად რომ აცოცდება „პადოშა", რატომ უნდა იცოცოს და იხოხოს, ბნელსა და წკვარამში?! ამაზე არ ფიქრობთ, პატივცემულო?!

შიმშილს ვიღა ჩივისო?!

ახლა, სახელებსა და გვარებს ვერ ჩამოგითვლით. ლამის მთელი საქართველოს ჩამოთვლა მომიწევს და არ გამოვა ეს საქმე.

შემდეგ ისევ „კომუნისტთა აღლუმიდან" და:

სიტყვით ბრძენი, აზრით ქველი, საქმით დიდი ვერაფერი,

ფეისბუქზე მოპროტესტე, ქუჩაში კი თვინიერი,

მოძალადის წინააღმდეგ ერთად დგომის ვერშემძლები,

მიამიტი, ინფანტილი, მუდამ სხვისი ხელის მცქერი...

აქ "ხელის მცქერს" „ფეხის მცქერით" შევცვლიდი, რადგან ადამიანები ერთად/და ცალ–ცალკეც/ უმეტესად ფეხზე დგანან და არა ხელზე!

დაბოლოს ფინალიც:

ერთ დროს გმირი, ერთ დროს ბრძენი, მაგრამ მერე სულ დაშლილი,

და საღათას ძილში მყოფი ასე რვაჯერ ასი წელი,

უცილობლად გაიღვიძებს აზრს მოსული და ძლიერი,

კიდევ ვნახავთ შოთას, ვაჟას - ეს არ არის მკვდარი ერი

რვაასი წელი თუ საღათას ძილში იყო, ასე, მძინარემ მოაღწია აქობამდე?!
სხვათა შორის, ამ „რვაასიანელებში" გადიან შოთა, თამარი, დემეტრე, გიორგი, ბაგრატ... აქეთ – ილია, აკაკი, ვაჟა... და გალაკტიონი....

რა ვქნათ, დავიჯეროთ, რომ საღათას ძილით ეძინათ?!.

ესეც რეცენზიის ფინალი ანუ ასეთია ჩემი ორიოდე სიტყვა სოლომონის სეკვილზედა...

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
26.08.2011 12:52
გაგრძელება.

კლიმაქსითაც ბედნიერიო!
არა, ამაზე, სჯობია ქალებმა უპასუხონ ღირსეულად, თუმცა, გამიგონია, კაცებსაც ემართებათო ეს საშინელება.
ღმერთმა არ ქნას, ავტორიც იმ „დამართულებიდან" იყოს, თვარა, ვიღაც ინტრიგანი ხო დააციტირებდა ილიკოს თუ ილარიონს, „ეტყობა, უგრძვნია აგი"–ო!

მივუბრუნდეთ სიკველს:

კომუნისტთა აღლუმიდან -

მიშაკრატთა შაბაშამდე -

ხან - ზვიადის მადლიერი,

ხან - ჯაბასიც მადლიერი,

ხან - ედიკას მადლიერი,

ხან - მაღალის მადლიერი.

რაც არ უნდა გვირტყან ურო,

ვცეკვავთ, ვმღერით, ვცეკვავთ, ვმღერით...

მცირედი გასწორება უნდა მოვახდინო ავტორის უნებართვოდ:

„ხან ჯაბასიც მადლიერი" –
აჩქარებულ ავტორს, იგივე ცნობილ „ბასისტს", „ჯ"–სთან წერტილის დასმა დავიწყებია და ჯ. ბასის/ამერიკის ელჩი საქართველოში. – სანჩო./ მაგივრად რაღაც გაურკვეველი და ამორფული „ჯაბა" გამოუვიდა.

ასევე გაურკვეველია რომელ მაღალზე მიგვანიშნებს პატივცემული ბასისტი.
მიშა, ალბათ, არ იგულისხმება, „მიშა–კრატთა შაბაშამდეო", თავიდანვე ხომ გაამჟღავნა და გაშიფრა, დანარჩენებს კიდევ, ზვიადს, ედიკას, ჯ. ბასს, – ყველაფრის ნაკლებობა შეიძლება უსაყვედურო სიმაღლის გარდა!

ბოლო ორ სტრტბონში/„რაც არ უნდა გვირტყან ურო..."/ გაუგებარია ავტორის ირონია.
თუ ურო არ უნდა გვირტყან, სიხარულით ვიმღერებთ და ვიცეკვებთ, აბა, რას ვიზამთ?!.
აი, რაც რაც უნდა გვირტყანო, რომ ეთქვა უროო/და მე დავუმატებდი, – და თუნდაც უთო!/, მაშინ ცეკვა–სიმღერა სწორედაც რომ უადგილო და გაუგებარი იქნებოდა!

ყველგან ვომობთ, ყველგან ვიბრძვით - ბუშის ფრონტზე, ნატოს ფრონტზე,

არ გვიღებენ არცერთ კარებს, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს ჯინაზე,

ჩვენი ომი ვერ ვიომეთ, სარდლისა ვართ მადლობელი,

ისე დარბის, ვერ გაასწრებს - კენიელი, ეთიოპი.

კაი ახლა, ერთ სიკველს ნუ გადავაყოლებთ სიმართლეს და ჭეშმარიტებას.
არც ბუშის/რაღა დროს ბუშია!/ და არც ნატოს ფრონტებზე ქართველები არ იბრძვიან. ერაყშიც და ავღანეთშიც მათ მხოლოდ წესრიგის დაცვის, პოლიციის ფუნქციები აქვთ დაკისრებული.

„რას ვზეიმობთ ჩვენს ჯინაზე".
ჩვენ კი არა, ხელისუფლებაც კი არ ზეიმობს, არცერთ კარებს რომ არ გვიღებენ!

ერთი ქართველი მაინც მაჩვენა, სარდლის მადლობელი რომ იყოს, ჩვენი ომი ვერ ვიომეთო!
მადლობელი კი არა, მამაცი მხედართმთავრისთვის „მეჯვრისხევის გარღვევა" და „ოპერაცია ჰალსტუხი" ვერ უპატიებიათ დღემდე!

”სარკო-სარკოს” ძახილში ხომ - ვართ მსოფლიო ჩემპიონი,

მკვდრის დამარხვას ვერც კი ვასწრებთ, ფერხული გვაქვს გამართული.

შერონობას რომ ვზეიმობთ, ვისღა ახსოვს დღეს სოხუმი?

”გამარდჟოპს” თუ ვინმე გვეტყვის, ვართ სიამით გულწასული.

ეს დალოცვილი ისე ამტკიცებს, სარკო-სარკოს ძახილში მსოფლიო ჩემპიონი ვართო, თითქოს ჩვენს გარდა მსოფლიოში ვინმემ იძახა „სარკო–სარკო!".

„შერონობასა" და გამარდჟოპს"–აზე ნუ დავწვრილმანდებით.

შემდეგ მოდის რეფრენი „კომუნისტთა ალუმიდან", რასაც მოჰყვება:

დავივიწყეთ და გვკიდია - ჩვენი მოდგმა, ჩვენი გენი,

ინგლისური ენა გვიყვარს, საკუთარზე მშვენიერი,

აშუშუ-ში ”ნატრენინგებს” ჩავაბარეთ ჩვენი ბედი,

ვინც არ მღერის ”მიშმაგარას”, დააჭირეს ყელზე ფეხი.

დავივიწყეთ და გვკიდიაო.

სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ავტორს შეუძლია მშვიდად იყოს. ანამ ინგლისური ენის ქართულთან შედარებით უფრო მეტ „მშვენიერებას" ჩაწვდება და გაითავისებს ქართველობა, კაი ძალი დრო გავა!..
„აშუშუ"-ში ალბათ აშშ-ს გულისხმობს ბასისტი, „მიშმაგარა"-ში – ძირმაგარას!

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
26.08.2011 12:50
მიუხედავად იმისა, რომ ბლოგის ავტორმაც და ზოგიერთმა კომენტატორმაც ბევრი იძახა, ეს ბლოგტექსტი არ არის რეცენზია „ქეთო და კოტეზეო„, დღემდე საყვედურობენ ბ–გ გოგის, უნახავად რატომ დაწერე რეცენზია, და თუ არ დაგიწერია, რატომ არ წერო.

გავიხედ–გამოვიხედე რა, დავრწმუნდი, რომ ბ–ნი გოგი მართალია, არ წერენ რეცენზიებს, – არც ისინი, ვინც, თქვენ წარმოიდგინეთ და, რაღაცას ნახულობენ და კითხულობენ, და უნახავები და არამკითხველებიც კი!

ამგვარად დარწმუნებულმა და შეწუხებულმა, გადავწყვიტე, როგორმე შემევსო ეს ხარვეზი და დამეწერა ერთი კაი რეცენზია.

ვინაიდან და რადგანაც, „ქეთო და კოტე", მით უმეტეს, „პეპო" ნანახი არ მაქვს, არ ვისარგებლე ამით და არ დავწერე, გადავწყვიტე, ჯერ რამე მენახა და მერე დამეწერა და არა პირიქით, ანუ როგორც მიღებულია ჩვენს განათლებულ და წესიერ კრიტიკაში.

როგორც იტყვიან, აქეთ ვეცი, იქით ვეცი და ვნახე გამოჩენილი სოლომონ თერნალის „ბედნიერი ერი/სიკველი – 2011/".

აღნიშნული სიკველი, როგორც წიგნიერი მკითხველი უკვე მიხვდა, შექმნილია ცნობილი ი. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ლექსის მოტივებზე და ვარიაციებზე.

ვინაიდან სიკველი, განსხვავებით შთაგონების წყაროდან, ნამეტანი გრძელია, ერთბაშად არ მოვიტან და არ შეგაშინებთ, არამედ ნაწილ–ნაწილ და ბარემ იქვე გავარჩევ თქვენთან ერთად, როგორც იტყვიან, ძვირფასო მკითხველო.

აბა, ჰე! შევუდგეთ საქმეს.

ავტორი, ყოველგვარი შესავლის, პრეამბულის, პარაბოლის, და განსაკუთრებით, ეპილოგის გარეშე პირდაპირ დასაწყისიდან იწყებს და მკითხველს ჯიქურ და პირდაპირ ეკითხება:

ჩვენისთანა ტოლერანტი განა არის სადმე ერი?

რუსოფილიც, ევროფილიც, საუცხოოდ ქსენოფილი.

„ქსენოფილის" ნაცვლად ავტორს, ეტყობა, კინაღამ „ქსენოფობი" წამოსცდა, მაგრამ იმ ბედნიერ წამს, როცა დაფიქრდა, მიხვდა, ქსენოფობი ტოლერანტობის პონტში ვერ გავიდოდა, ამიტომ, ეგრევე დაფიქრებულმა და გონსმოსულმა ქსენოფობი შეცვალა ქსენოფილით, საბეჭდი მაგიდის თავზე ჩამოკიდულ დიდრონ სარკეში კმაყოფილმა თავმომწონედ შეჰღიმა ორეულს თვისას, ეს ორუელი ვიღა ოხერიაო, უსიამოდ გაჰკენწლა, ულვაში მოიწიწკნა და ერს მიუბრუნდა.

ერს მიბრუნებულს, რაღა თქმა უნდა, რუსეთი და ამერიკა გაახსენდა:

რუსეთის ან ამერიკის, გვინდა ვიყოთ ვინმეს გერი,
ლაწირაკთა მართული და კლიმაქსითაც ბედნიერი.

ეჰ, რითმის მოთხოვნებს რა ვუთხარით, თორემ ქართველი სოლომონი იმას დაწერდა, ვინმეს გერი გვინდა ვიყოთო?!
არა, ბატონო, გერს კი არა, უფროსი შვილი ვიყოო, იმასაც კი არ დაწერდა მამულიშვილი, მით უფრო, როცა ჩვენთან „ვეფხისტყაოსანი" იწერებოდა და რესნესანსი იდგამდა ფეხს, – მაშინ, როცა ბნელ ევროპაში უკუნი იყო ჩამოწოლილი და კათოლიციზმის უღლისქვეშ გმინავდა მშრომელი მოსახლეობა, და აღნიშნული რენესანსის ყლორტები მხოლოდ რამდენიმე საუკენის შემდეგ გამოისხამენ პირველ ნაყოფებს დაშლილ-გაუბედურებული და ბორჯიების მაფიოზური კლანის მარწუხებში მბორგავი იტალიის ნაყოფიერ მიწაზე, რომლის ქვეშაც, სხვათა შორის, კაი ხანს არ ეღირსა საფლავი ლეონარდო და ვინჩის, ხოლო მოგვიანებით საერთოდ არ ეღირსა ნიკოლო პაგანინის, ერთხელ შურიანმა კონკურენტებმა ჩუმად და მალულად სიმები რო დაუწყვიტეს ვიოლინოზე ერთის გარდა, და ქე მაინც ისე გადასარევად დაუკრა, მაინც, რო გადარია მთელი პუბლიკა, და იმ მულტფილმისა არ იყოს, რო არ დაეწყვიტათ იმ გასაწყვეტლებს, მაშინ თლათ რა ფურორს მოახდენდა!
და, რასაკვირველია, შეუძლებელია, აქვე არ გავიხსენოთ აგრეთვე ვერდი, ბატონო, როსინი, პუჩინი, ბელინი, სტრადივარი, კარუზო, ტოსკანინი, რაიმონდი, მანამდე მიქელანჯელო, ტინტორეტო, – რავარც პიპინია ერისთავი იტყოდა, გამოთქმით და გემრიელად, ტინტო–რეტტოო! რაფაელი, ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ვისკონტი, როსელინი, ძმები ტავიანები, ვიტორიო დე სიკა, ერთი პერიოდი როსელინის მეუღლე ინგრიდ ბერგმანი/ბ–ნი გოგის პატივისცემა, თორემ ბერგმანი რა შუაში იყო?!/!..

მოკლედ, იმას ვამბობდი, როცა ჩვენთან „ვეფხისტყაოსანი" იწერებოდა, როგორც ცნობილია, რუსეთში ხეებზე ცხოვრობდნენ, ამერიკა კი, საერთოდ არსებობდა თუ არა, კაცმა არ იცოდა განათლებულ მსოფლიოში!

დიახ, განათლებული და პატრიოტი ქართველი, „გვინდა ვიყოთ ვინმეს მამაო" – დაწერდა!
შეიძლება სოლომონსაც დაეწერა, მაგრამ რითმას რას უშვრებოდა?!
აი, ბატონებო და ქალბატონებო, როგორ ეწირება პატრიოტული ჭეშმარიტება ვიღაცის რითმულ ახირებას!

ავტორი: მეთოდისტი საიდან გვწერთ: ბაგიდან
25.08.2011 22:59
რა გინდათ გოგი ვერ გავიგე.
თქვენ როგორც ვატყობ, მიზნად დაგისახავთ ჩვენი გონს მოყვანა.
ჩვენ ბატონო მაია მოგვწონს ასათიანი და პროფილს ვუყურებთ, ნანუკაზე ვგიჟდებით და ბათუმისა და თბილისის "ლაივზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რესტორანში რასაც ვუსმენთ და რაზეც ვცქმუტავთ ის არ მოგწონთ? ფილარმონიას და ოპერას თბილისსა თუ ბათუმში რას უწუნებთ? პიაცა გამომრჩა... მესტიაში.

გვაცალეთ რა ბატონო გოგი, ჩვენ მივდივართ წინ, გამოქვაბულისკენ. გაგვატარეთ! თქვენ თქვენს გზაზე, ჩვენ ჩვენ გზაზე.

ავტორი: noe საიდან გვწერთ: kidobanidan
25.08.2011 17:00
დიდი ხანია ასეთი სხარტი, ლაკონური და თან მრავლისმთქმელი სტატია აღარ წამიკითხავს, მაგრამ ამ კომენტარს გოგისთვის მადლობის სათქმელად არ ვწერ. შეკითხვა მაქვს ერთი და იქნებ ვინმემ მიპასუხოს
სად ცხადდება ნაც მოძრაობის ვაკანსიები, აი ისეთი მერის არჩევნების დროს ქალბატონი მანდილოზავრები რომ შეარჩია, მსუქნად, ოფლიანად და საქმიანად რომ მართავდნენ ამომრჩევლებს და არჩევნების მერე ერთიანად და ერთნაირად დაავადებულნი, ერთად იღებდნენ დახმარებას ქალაქის ბიუჯეტიდან.
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ასე მგონია, მსგავსი ვაკანსია ახლაც არსებობს, ოღონდ არა საარჩევნო უბნების, არამედ სხვა და სხვა ბლოგების საყარაულოდ და სადარაჯოდ
დაძვრებიან საიტიდან საიტზე, ბლოგიდან ბლოგზე და წერენ.........
გაუჩერებლად
ვფიქრობ, ზემოხსენებული ქალბატონებისგან განსხვავებით აქ განსხვავებული უნარჩვევებია საჭირო, მძიმე წონისა და ფიზიკური ძალის ნაცვლად, წერა კითხვის და კომპიუტერის ცოდნაა აუცილებელი (დაახლოვებით იმდენი შარშან მერია, რომ ასწავლიდა უფასოდ) ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებს როგორიცაა ღვარძლი, ბრაზი, შური, აგრესია და ამ თვისებების ხატოვნად გამოხატვის შესაძლებლობას
მაინტერესებს მათი ანაზღაურების ოდენობა, სამუშაო საათები მუშაობის პირობები, დამქირავებლის მოთხოვნები და სხვა დეტალები, რომლებსაც თუ ვინმე გამომეხმაურა აუცილებლად შევატყობინებ

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: ქუთაისი
25.08.2011 14:31
ხომ არ შეიძლება სულ კრიტიკა?მე ვნახე სპექტაკლი და მომეწონა.აბა ისაა კარგი ყოველ საღამოს უჟასებს რომ აჩვენებენ ტელევიზიით,ამას რატომ არ აკრიტიკებთ?ვერ დაისვენებ დაღლილი ადამიანი.ბატონო გოგი! ნახეთ სპექტაკლი და იქნებ თქვენც მოგეწონოთ.

ავტორი: მიშა რატიანი საიდან გვწერთ: სოფია (ბულგარეთი)
25.08.2011 03:34
მე ახლა სულ სხვა რამემ შემაწუხა (ჯანდაბას სააკაშვილისა და "ქეთო და კოტეს" თავები...):

გადავიკითხე ოპონენტთა კომენტარები და დავრწმუნდი: დღეს საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი, რომელმაც წერა იცის, კომპიუტერს ფლობს, ინტერნეტ-ინფორმაციით სარგებლობს, "რადიო თავისუფლების" საიტზე შედის, გოგი გვახარიას ნააზრევს (უზადო ნააზრევს, სამართლიან. ნააზრევს, პროფესიონალის ნააზრევს...) კითხულობს, მაგრამ...

არის წმინდა წყლის იდიოტი!

რა გასაკვირია, რომ ხვალ დოის და მემანიშვილს ქობულეთში "აბესალომ და ეთერის" უძვირფასესი პროექტის განხორციელება მოუვიდეთ თავში. პროექტის დანარჩენ მონაწილეებს არ ჩამოვთვლი, - უცვლელი სასტავია და ვიცნობთ (ჰა, ჰა, მურმანის პარტიის შესასრულებლად ვალერი მელაძე მოიწვიონ... "ახალი სიცოცხლის" შესამატებლად). დამფინანსებელიც ვიცით, გულუხვია. არც სანახაობა გამოვა ურიგო (დოიც და მემანიშვილიც ნამდვილად ნიჭიერები არიან). იდოტების ბრბოზე აღარაფერს ვამბობ, - უხვად გვყოლია...

ზურა წერეთელს ჰქონია თურმე, "ეთერის" საქორწინო კაბის ესკიზი, რომელიც სულ რაღაც ნახევარ მილიონ ევროდ შეიკერება (დოლჩეც და გაბბანაც თანახმანი ყოფილან). მეტი რა გვინდა?!

ხბოს აღტაცების გამოსახატად იდიოტები კი გვყავს, ღვთის მადლით...

ავტორი: ანონიმი
24.08.2011 15:55
უი, გოგი დათესილა ფბ დან...! - 1, - 12, - 21, -221,- 2221 და ა.შ. სანამ თბილისის სუნი არ გაქრება!

ავტორი: ლადო სანიკიძე საიდან გვწერთ: თბილისი
24.08.2011 11:11
ბატონმა მუხრან მაჭავარიანმა, რომელსაც გაუგონარ დიდ პატივს მიაგებდა ბ–ნი სააკაშვილი, თავის დროზე ასეთი რამ ბრძანა: "იადონი რომ გალიაში სტვენას დაიწყებს, თავისუფლებას ვერ ეღირსება!
გალობენ, გალობენ ჩვენი იადონები ევროპაში ერთადერთ, ყველაზე გრანდიოზულ და ულამაზეს გალიაში...

ავტორი: მე საიდან გვწერთ: სახლიდან
24.08.2011 04:01
გოგი, ახალი მარაზმის შესახებ გაიგებდით )))) ლიფონავა (სამეფო კარის რეჟისორი) იღებს მუსიკალურ კლიპს სამეგრელოზე და რაც მთავარია მღერიან, მოემზადეთ ეხლა :))) სანდრა რულოვსი, ლელა წურწუმია (როგორც სამეგრელოს წარმომადგენელი) და პლაჩიდო დომინგო! სულ გაგიჟდნენ ეს უბედურები )) და უკვე ისმის ხოტბა და დიდება :))) რო საოცარი სიმღერაა და ულამაზესი კადრები )))) რაც მთავარია მერე თუ რამეა უზრდელი მაჭავარიანი და მშვილდაძე გამოვლენ და იტყვიან რო მთავრობამ არ დააფინანსაო )))))))

ავტორი: მე საიდან გვწერთ: სახლიდან
24.08.2011 03:36
წავიდა თავის ბიოლოგიურ სამშობლოში!

ავტორი: UPRTO საიდან გვწერთ: PRTEBIANEBIANEBIS KVEKNIDAN
24.08.2011 00:32
მე ერთი ვიცი-ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არ მოიძებნა.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
23.08.2011 22:06
საყოველთაოდ ცნობილია: პირამიდების მშენებლობისას მონებს აჭმევდნენ ხახვს და ნიორს; ბუნებრივი დოპინგია :)

ავტორი: ანონიმი
23.08.2011 21:07
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.08.2011 13:36

უ, უ! აქუ და მაესტრო გყვარებია, აბა! დალანძღე ყველა ერთად თუ ილანძღები!

ავტორი: ჭომა საიდან გვწერთ: თბილისი
23.08.2011 19:27
უკვე მესამედ ვწერ და სულ მბლოკავენ.უცნაური ხალხი ვართ ქართველები .ნებისმიერ ქვეყანაში ხალხი სპექტაკლებზე,კონცერტებზე მიდის სანახავად,გასართობათ,სიამოვნების მისაღებად. ძალიან ბევრი კი ჩვენთან ჯერ კიდევ წასვლის წინ, კოსტ(წი)უმის ან კაბის ჩაცმის დროს უკვე ჩასაფრებულები არიან კრიტიკისათვის,რომ შემდეგ რომელიმე წრეში,სიგარეტით ხელში,თვალების ფახულით ამტკიცოს,ამაში ეს ვერ დავინახე იმაში ისო.მიზანი- დაამტკიცოს,რომ ძალიან ჭკვიანი და რაც მთავარია,უმაღლესი კლასის გემოვნება აქვს. ანდა მისჩერებია რომელიმე ცნობილ კრიტიკოსს თუ რას იტყვი,რომ ასე ვთქვათ ,,გოიმად'' არ ჩაითვალოს. ბევრი სპექტაკლი და ფილმი მინახავს რომელიც კრიტიკას არ მიუღია,მაგრამ მე მომწონებია. კრიტიკა კრიტიკისათვის წამიკითხავს და ამით დამთავრებულა. ასეთები წინასწარ არიან განწყობილი იმისთვის,რომ რამე ნაკლი მოძებნონ რამეში. მოეწონება თუ არ მოეწონება, ელოდება კრიტიკა რას იტყვის,რომ შემდეგ მისი გემოვნების უტყუარობა ამტკიცოს.

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: თბილისდან
23.08.2011 14:43
"ამას ვერ ვიტან რა! რუსთავი 2 -ს რომ ლანძღავენ და სხვებს არა!"
სხვებს არა ??
რატომ ? – "იმედი" არაა საგინებელი ?
რეალ–ტივი ?
პირველი (საცოდავი) არხი ???
უბრალოდ გინების თავი აღარ აქვს არავის, ისედაც იასნია ყველაფერი.
თან, რაც მთავარია – ნაძირალობასთან ერთად – უნიჭოებიც რო არიან .....

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.08.2011 13:36
რუსთავი 2 ჩემთვის (და მეგონა არა მარტო ჩემთვის) კრებსითია და განაზოგადებს ქართული ტელესივრცის ფეხშერწყმულ სვლას ნათელი მომავლისაკენ (ჰო აჭარის ტელევიზია კინაღამ გამომრჩა )
კაი ბატონო, რომ არ გაბრაზდე, დავაკონკრეტებ. რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი ტელევიზია :)
ავტორი: ანონიმი
23.08.2011 12:23 ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.08.2011 10:41
ამას ვერ ვიტან რა! რუსთავი 2 -ს რომ ლანძღავენ და სხვებს არა!

ავტორი: ტაძიო საიდან გვწერთ: ვენეცია
23.08.2011 13:30
რეპლიკა ფილმიდან "ქეთო და კოტე"
- რა საშინელებაა!
- Даа! Даа!

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
23.08.2011 12:57
ობობას ფილოსოფია

„არ ვაზროვნებ – მაშასადამე კარგად ვარსებობ!„...

დიახაც, ვთქვათ, და, იგივ ობობა,
თუ არ აზროვნებს – როგორც დელფინი
/ხომ ამტკიცებენ, ინტელექტით
ტოლია კაცის, თურმე დელფინი!/,
ცუდადა ცხოვრობს?!

ცუდ ქსელებს ხლართავს?!

ვერ აბამს შიგნით წვრილ და
მსხვილ მწერებს?!

ვერა სწოვს სისხლს და
ცუდადა ძღება?!

და გამაძღარზე –
ცუდადა წვება,
ცუდად სექსაობს?!
შესაბამისად – ცუდად მრავლდება?!

გაღვიძებულზე
პოსტზე ვერ დგება?!
ვერა საუზმობს?!
სადილ–ვახშამი
ცუდად ერგება?!.

და ასე, ასე...
მიდის ცხოვრება...
უპრობლემო და
უპრეტენზიო!..

ფრთები არა აქვს?!
ვერა ფრენს ცაში?!.

ვინც დაფრინავდა,
მის ბადეშია!..

მას კი ყოველთვის
ქუდში აქვს თავი!..–
თავს არ იტკივებს
ზედმეტი ფიქრით,
აზროვნებით და
არარსებულით!..

„აზრებსა სძლია ობობამ,
არსება მისი გრძელია„!..

ავტორი: ანონიმი
23.08.2011 12:23
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.08.2011 10:41
ამას ვერ ვიტან რა! რუსთავი 2 -ს რომ ლანძღავენ და სხვებს არა!

გოგი, ეგ კატეგორია შენი ჯიუტი ოპონენტია და მაშ რა თქვან?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 7

ყველაზე პოპულარული